წელს დონალდ და მელანია ტრამპები შობას თეთრ სახლში ბოლოჯერ შეხვდებიან. უკვე იანვარში ტრამპს უფლებამოსილება ეწურება და მის ნაცვლად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჯო ბაიდენი შეუდგება. იქამდე კი ამერიკის მოქმედი პირველი წყვილი შობისთვის ემზადება. ამ დღესთან დაკავშირებით თეთრ სახლში ყოველთვის განსაკუთრებული მზადებაა. უზარმაზარი ნაძვის ხე უკვე მიიტანეს და მელანია ტრამპმაც თეთრი სახლისთვის დეკორაციების მზადება აქტიურად დაიწყო.
მელანია ტრამპი გუშინ თეთრი სახლიდან სწორედ ნაძვის ხის დასახვედრად გამოვიდა, რომელიც ტრადიციისამებრ, სპეციალური ეტლით მოიტანეს. პირველი ლედი „ბალენსიაგას“ კუბოკრულ პალტოში იყო გამოწყობილი. ნაძვის ხე თეთრ სახლში ფერმერმა დენ ტეილორმა მიიტანა, რომელთანაც პირველმა ლედიმ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.