LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ – ზურაბ ჯაფარიძე

254
ჯაფაფ

ფიტნესკლუბს, რომელიც 10 ათასით დაჯარიმდა, ზურა ჯაფარიძე “სახლად” ქირაობს და ხალხს ეპატიჟება.

როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს, ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ, ჩემს სახლში სტუმრად მოხვიდეთ და ივარჯიშოთ. ხვალ აქ შემოსვლის უფლება არავის ექნება, რადგან ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს, კონკრეტულად სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. მოდით ჩემთან სტუმრად, ვისაც ვარჯიში გინდათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ფიტნესკლუბი, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებდა. დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g