LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეფორმერი ფიტნესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია – შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

119
batumi1-73958

ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება.

ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

„ვიცოდით, რომ ზურა ჯაფარიძემ იქირავა და დაპატიჟა ადამიანები. ეს არის კერძო საკუთრება, რომელშიც შესვლის უფლება პოლიციას არ აქვს. პარადოქსულ ვითარებას ვიღებთ, როდესაც ამხელა სპეცოპერაციაა ფიტნეს კლუბთან“ , – განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა.

“რეფორმერი ფიტნესის” მფლობელის გიორგი ფუტკარაძის თქმით, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ და ფიტნესის დახურვას ცდილობენ. მისივე განცხადებით, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და საქმიანობა გააგრძელეს, რის გამოც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ამ წუთებში დაუმროჩილებლობის გამო, შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი – ბათუმში შპს “ონლაინ მეჯიქ” ე.წ. “რეფორმერი ფიტნესი” და რესტორანი შპს “დიანა” – ე.წ. “კიდობანი” დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. მათივე ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.ა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g