საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა, ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ მცირე და საშუალო ბიზნესს ფუნქციონირებას უფრო გაურთულებს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა.
მიხეილ ჭელიძე ფიქრობს, რომ მეტროს გადაადგილების აკრძალვა დიდი შეცდომა იყო.
„კონტროლი უნდა გაძლიერებულიყო და ბიზნესის დაკეტვის მაგივრად, ამ მიმართულებით მეტი აქტივობა უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. ტრანსპორტის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ ძლიერები გადარჩებიან და სუსტები მოკვდებიან. როდესაც შენი თანამშრომელი ვერ მოდის, უნდა მოიყვანო. ეს არის ხარჯი. აქ არ არის საუბარი ლარსა და ორ ლარზე. ძალიან მნიშვნელოვანი თანხა უნდა გადაიხადო. მათი ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტირება ძალიან დიდი ხარჯია, რომელსაც ბიზნესი ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომც უნდოდეს”,- განმარტა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა.