„კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობამ პირველადი კვლელვის შედეგად 94.1%-ი, ხოლო ინფიცირების მძიმე შემთხვევების დროს 100%-ი შეადგინა“, – ეს დამაიმედებელი განაცხადი ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნას“ ეკუთვნის.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინც მოდერნას ვაქცინა მიიღო საცდელი მეთოდით, არ გამოუვლინდა გართულებები. საქმე ისაა, რომ 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდის საბოლოო შედეგების მიხედვით, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 პირს გამოუვლინდა, პლაცებოს ჯგუფში კი 185 ადამიანს. გარდა ამისა, Moderna-ს ვაქცინამ 100-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ.
„პირველადი დადებითი ანალიზი ადასტურებს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას, აღკვეთოს კოვიდ 19-ით დაინფიცირება 94.1%-იანი ეფექტურობით და რაც მთავარია, მოახდინოს კორონავირუსის მძიმე ფორმის პრევენცია, – განაცხადა Moderna- ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანცელმა.