LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძის განცხადება დაცინვაა – თინა ბოკუჩავა

104

“ნაციონალურ მოძრაობაში” საკონსტიტუციო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავნჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას დაცინვად აფასებენ.

განცხადება აღნიშნულ საკითხზე “ფორტუნასთან” თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი “ერთი კაცის” დავალებებს ასრულებს, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციასთან ერთად შეეცდება, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული მოდელი არ მიიღონ.

“ჩვენ ძალიან ცხადად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია არაერთ განცხადებაში, მათ შორის პრეზიდენტთან ერთად, სადაც ვამბობთ, რომ სრული ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, “ვენეციის კომისია” თვლის, რომ დროა, საქართველო 2020 წელს გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. კობახიძის ეს შემოთავაზება საზოგადოების დაცინვაა და სხვა არაფერი,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა ასახული, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.

 

პოპულალურები