ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი, „ტვინ პიკსის“ ავტორი დევიდ ლინჩი ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას. ცნობილი ხდება, რომ ლინჩი „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალისთვის სცენარზე მუშაობს. სერიალის პირველადი სახელწოდება „გლიცინია“ გახლავთ. რატომ გადაწყდა სერიალისთვის მცენარის სახელის შერჩევა და რაზეა ის, ამ დრომდე უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალ პროექტს „კალვერტ სტუდიოს“ ბაზაზე გადაიღებენ, სადაც თავის დროზე ლეგენდარული „ტვინ პიკსის“ გადაღებები მიმდანარეობდა. სერიალის პროდიუსერი საბრინა საზერლენდია, რომელიც ასევე მუშაობდა „ტვინ პიკსსა“ და ფილმზე „შინაგანი იმპერია“.