LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიიღებას ხვალისთვის გეგმავს

51

პარლამენტი კონსტიტუციას მესამე მოსმენით მიიღებას ხვალისთვის გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით უკვე მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტს რიგგარეშე სესიის ჩატარება 26 სექტემბერს სურს.

“საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14:00 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g