შვეიცარულმა კომპანიამ Swiss Alpine Air ალპების ჰაერის გაყიდვა დაიწყო. ჰაერი 7 ლიტრიან ცილინდრებშია მოთავსებული და 120 ჩასუნთქვაზეა გათვლილი. ამასთან, აღნიშნული ცილინდრები აღჭურვილია ინდივიდუალური ნიღაბით.
როგორც რუსული გამოცემა lenta.ru იუწყება, პროდუქცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი და მისი შეძენა Swiss Alpine Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. საქონლის ღირებულება 47 დოლარია.
Swiss Alpine Air-ში ფიქრობენ, რომ ალპების ჰაერის გაყიდვით, მსოფლიოს დაბინძურებულ ქალაქებს სუფთა ჰაერით მოამარაგებენ. კომპანია საკუთარი პროდუქციის პოტენციურ მყიდველებად ჩინეთის მაცხოვრებლებს მოიაზრებს, ვინაიდან, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ატმოსფეროს მქონე ქვეყანაა.