LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქეით ჰადსონი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა

297

ჯერ კიდევ ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ 38 წლის ქეით ჰადსონმა ახალი პროექტისთვის თმა გადაიპარსა, თუმცა, ბოლო დრომდე ის საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს იკავებდა და ქსელში მხოლოდ პაპარაცული ფოტოები ვრცელდებოდა.

გასულ უქმეებზე მისი ახალი ფილმის, „მარშალის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მსახიობი თავის ბოიფრენდთან ერთად მივიდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოფიციალური გასვლისთვის ჰადსონმა ვერცხლისფერი კაბა შეარჩია და მას ამავე ფერის ფეხსაცმელი და ხელჩანთა მოუხდინა.

შეგახსენებთ, რომ ჰადსონმა თავი მომღერალ სიას ახალი პროექტისთვის გადაიპარსა, რომლის დეტალებიც ამ დრომდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g