LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდება” – სად და როგორ ხედავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს გია ხუხაშვილი

159
BeFunky-collage

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შედგა, თუმცა შეხვედრის დეტალები  ისევ უცნობი რჩება. ცნობილია, რომ წინ გველის მეხუთე რაუნდი,  წითელ ხაზად კი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი რჩება.

არ ვაპირებთ დუმილი შევინარჩუნოთ, ამ არჩევნებმა მინიმუმ 20 წლით უკან გადაგვისროლა: ფიქრია ჩიხრაძე

ის რომ საკვანძო საკითხზე შეთანხმება ჯერ ჰორიზონტზე მოჩანს, ოპოზიციის ლიდერების გუშინდელ განცხადებებში იკითხებოდა. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტთა გარკვეულმა ნაწილმა მიგვანიშნა, რომ რაღაც პოზიციები დაახლოვდა.

დარჩა თუ არა შეთანხმების რესურსი: კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

შეთანხმება მიღწეულია, რომ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არავინ იცის რა პერსპექტივა აქვს მას. უცვლელი პოზიციებით სავარაუდოა, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დღესაც მიუსხდებიან. გასარკვევია ძალაში დარჩება თუ არა დღის წესრიგი, რომელიც მანდატებზე დემონსტრაციულად უარის თქმას ითვალისწინებს.

არის თუ არა რეალური ალბათობა იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარლამენტის პირველ სხდომამდე – „ფორტუნასთან “ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების პროცესმა ძალიან უცნაური სახე მიიღო. ამ მოსაზრებას კი ის წინააღმდეგობრივი რიტორიკა უმყარებს, რომელიც უკვე შეხვედრიდან გამოსული მხარეების მხრიდან მოვისმინეთ.

„მოლაპარაკებებმა ძალიან უცნაური სახე მიიღო. წარმოიდგინეთ, შედიხართ ექიმთან სიმსიმნოვანი დაავადების სამკურნალოდ და გარეთ გამოსული ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ბოტოქსს შემიშხაპუნებენ. აი, დაახლოებით  ასეთი სახე მიიღო ამ პროცესმა და დაემსგავსა რაღაც კომერციულ მოლაპრაკებებს. მოგეხსენებათ, ასეთი მოლაპარაკებები კონფიდენციალობის დაცვით მიმდინარეობს, პოლიტიკა კი არის საჯარო სფერო, რადგან ოპოზიციის აქტივი არის ხალხის მიერ მიღებული მანდატი. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა ანგარიშვალდებულია ხალხთან.

მეორე მაგალითი – თქვენი თანამშრომელი გააგზავნეთ რაღაც მოლაპრაკებებზე, გამოვიდა და ეკითხებით, რაზე საუბრობენ. ის კი გპასუხობთ, რომ იცი რა, ვერ გეტყვით. როგორ მოექცევით ასეთ დროს თქვენს თანამშრომელს? ძალიან უცნაური და გაუგებარია, რაც ხდება. ამბობენ, რომ ვერ ვთანხმდებით მთავარ საკითხებზე , მაგრამ ყველაფერი მიდის კარგად, რანაირად?“

 

პოლიტოლოგი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, რაც სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს, ხუხაშვილის მოსაზრებით, ორივე სცენარით კრიზისი გარდაუვალი იქნება.

 

„ჯერჯერობით, დაქსაქსულობის რაღაც სიმპტომები არის, მაგრამ თვითონ უარყოფენ და არ მაქვს უფლება შეთქმულების თეორიებზე ვილაპარაკო. ოპოზიციას აქვს ერთადერთი აქტივი, რაც ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს. ეს არის მათი ერთობა. ხელისუფლება სტერილურად დიდხანს ვერ მართავს ქვეყანას, მითუმეტეს მარტო პოლიტიკური კრიზისი ხომ არ არის ქვეყანაში. არის გამოწვევები, რომელთანაც გამკლავება საჭიროებს მაღალ ლეგიტიმაციას. როდესაც საზოგადოება ორად არის გაყოფილი და დაპირისპირებულია, ხელისუფლება ასეთ ვითარებაში ქვეყანას დიდხანს ვერ მართავს.

ეს სრულიად აშკარაა და პოლიტიკური ლოგიკაც ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მთავარი აქტივი დაშალონ. ოპოზიციაში კი არ არის პრობლემა, ხელისუფლება აგდებს ჭორებს და ცდილობს საზოგადოებაში იმედგაცრუება დანერგოს.

არ გამოვრიცხავ, ვინმე პარლამენტში შევიდეს. ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ვითარებაც. ზოგი გაყიდულა, ზოგი დაშანტაჟებულა, ზოგს მობეზრებია და დაღლილა ქუჩაში დგომით და ხელფასი ნდომებია, ამიტომ არ გამიკვირდა.“

მიუხედავად ამ შესაძლო სცენარისა, ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში გარდაუვალი გახდება.

„ოპოზიცია შევა თუ არა რიგგარეშე არჩევნები არის გარდაუვალი, პარლამენტის შიგნიდანაც და პარლამენტის გარედან. თუმცა, მე ვარჩევდი, რომ ეს კრიზისი გადასულიყო პარლამენტში, რადგან გვაქვს სერიოზული სახელმწიფო გამოწვევები. ვგულისხმობ კოვიდის მართვას, სოციალურ რისკებს, ამიტომ კრიზისის ლოკალიზება თუ მოხდებოდა პარლამენტის ფარგლებში, ეს აგვაცილებდა ბევრ სხვა პრობლემას. ჯერჯერობით ასეთი სცენარით მიდის პროცესები, რომ ერთიანობა მხოლოდ ქუჩაშია შესაძლებელი”

 

კითხვაზე, როგორ შეიძლება განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი პანდემიის პირობებში, ხუხაშვილის თქმით, კონსესუსის მოძებნის რესურსი ახლაც არსებობს, მაგრამ პოლიტიკურმა ელიტამ გარკვეული პოლუსები უნდა შეცვალოს.

„ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური  ინტერესი მთავრდება იქ, სადაც შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის წითელი ხაზი. თუ ამ პრიზმაში შეხედავს ორივე მხარე ვითარებას“

ამასთან, გია ხუხაშვილი კონკრეტულ მოდელს სთავაზობს პოლიტიკურ მოთამაშეებს სიტუაციის განსამუხტად.

„ვთანხმდებით ერთ რამეში, რომ კრიზისის განმუხტვა არის შეუძლებელი. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებს, მაგრამ აღიარებენ დე-ფაქტო სიტუაციას, ითვალისწინებენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, მაღალ რისკებს სხვადასხვა მიმართულებით და შედიან პარლამენტში ერთადერთი მიზნით, უპასუხონ მთავარ კითხვას, გაყალბდა არჩევნები და ეს მასშტაბი იყო ისეთი, რამაც სისტემურად შეცვალა შედეგები და ძალაუფლების ბედი? ამას კი სჭირდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმირება და ეს იქნება ერთი დიდი საჯარო პროცესი. პირდაპირი ტრანსლაციები, თამარ ჟვანიას დაკითხვა.

გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება და შეიცვლება რაღაცები საკანონმდებლო დონეზე, დაიდება ერთგვარი საბრალდებო დასკვნა, საიდან ჩვენ არა ემოციურად, არამედ დოკუმენტურად დავინახავთ, რამ შეცვალა არჩევენების შედეგები. ამ შემთხვევაში, სწორედ ამ კომისიის მიერ დადასტურებული ფაქტებიდან გამომდინარე ხელისუფლებაც მზად იქნება რიგგარეშე არჩევნებისთვის. ეს მოდელი ჩემი აზრით, იმუშავდებდა.

რეალურად რა მოხდა არჩევენებზე ვიცით? არა. კი ბატონო, იყო მამაძაღლობა, მაგრამ იყო იმდენად დიდი, რომ შეცვალა ძალაუფლების ბედი?  დოკუმენტურად ამის დადასტურება ვინმეს შეუძლია?“

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მარტო არ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის ეს იმედი სრულიად გაუგებარია.

მოლაპარაკების მე-4 რაუნდიდან გამოსული ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში არ შევლენ.

დაახლოვდება თუა არა პოზიციები საბოლოოდ – სავარუდოდ, დღეს, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის შემდეგ გაირკვევა.

უნდა ველოდოთ თუ არა ოპოზიციის “ტრიუკებს”: ვინ რა გზით შეიძლება შევიდეს პარლამენტში

 

 

 

 

mazda magti 5g