LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ გვინდა, დედამ იტიროს” – რა სურთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლოდ

1068
1

1-ლი დეკემბრიდან ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა. ეს ის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ახალი წელი, თავიანთი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიხარულთან და სურვილების ასრულებასთან ნაკლებად ასოცირდება.

ეს ერთ-ერთი წერილია “გახდი საიდუმლო სეკრეტ სანტას” ფონდიდან. საბედნიეროდ ზუკასთან ერთად ბევრ სოციალურად დაუცველ ბავშვს, ფონდის დახმარებით ჯადოსნური ახალი წელი ელით და მათ სურვილებს შეძლებისდაგვარად, კეთილი ადამიანები აუსრულებენ.

წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 1-ლი დეკემბრიდან – 23 დეკემბრამდე დაელოდებიან. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა შეარჩიონ სასურველი წერილი და მის ქვეშ დატოვონ კომენტარი “მე გავხდები (სალომეს/ნიკოს) საიდუმლო სანტა”. ამის შემდეგ მათ პროექტის ორგანიზატორები დავუკავშირდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

თქვენ კი, ვინც ამ სტატიას კითხულობთ, შეგიძლიათ ახლავე ეწვიოთ ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის გვერდს, აირჩიოთ სასურველი წერილი და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული აჩუქოთ.

„პროექტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ყოველ წელს მასში ასობით საიდუმლო სანტა იღებს მონაწილეობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ახალი წლის ჯადოსნურობის იდეა უფრო სარწმუნო გავხადოთ”ამბობს პროექტის იდეის ავტორი მურო თაკალანძე.

გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვებს საჩუქრები პირდაპირი კონტაქტით არ გადაეცემათ და საიდუმლო სანტები ადრესატებს საჩუქრებს 24-დან 29 დეკემბრის ჩათვლით სახლში გაუგზავნიან.

სანტებს საჩუქრების მიწოდებაში, #SecretSantaChallenge 2021 – აქციის მთავარი პარტნიორი, ესპანური სტარტაპი Glovo უსასყიდლოდ დაეხმარება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტს უკვე ჰყავს ისეთი სანტები, რომლებიც მეხუთე წელია ერთვებიან და ბავშვების სურვილებს ასრულებენ. შეიძლება ითქვას, ისინი აქციის ისტორიის მონაწილეები არიან. ბევრია ისეთი ადამიანიც, ვინც წელს პირველად შეიტყო #SecretSantaChallenge-ის შესახებ და სიხარულით ჩაერთო მასში.

#SecretSantaChallenge-ის 2021 წლის აქცია იმითაც არის გამორჩეული, რომ პანდემიის მდგომარეობამ და ონლაინ რეჟიმის გააქტიურებამ, საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებსაც მისცა საორგანიზაციო ნაწილში ჩართვის საშუალება. ასეთია ქეთი ჟორჟოლიანიც, რომელიც ამჟამად Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში იმყოფება და დისტანციურად ერთვება აქციის ორგანიზებაში.

„Secret Santa Challenge-ის შესახებ 2 წლის წინ სოციალური ქსელიდან გავიგე და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო საორგანიზაციო საკითხებში. წელს არ ვიმყოფები საქართველოში, რის გამოც არ მეგონა, თუ მოვახერხებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა შექმნილმა ეპიდემიურმა მდგომარეობამ უამრავ სირთულესა და რისკთან ერთად ეს შესაძლებლობაც დაგვანახა. იმედი მაქვს, კეთილი სანტების დახმარებით წელსაც უამრავ ბავშვს ვაჩუქებთ ჯადოსნურ ახალ წელს.”  – ქეთი ჟორჟოლიანი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გამოწვევის დაწყებიდან ორ კვირაში გვერდზე განთავსებული 183 წერილიდან 150-ს უკვე გამოუჩნდა საიდუმლო სანტა. ახალი წერილები ყოველდღიურად ემატება და ბავშვები საიდუმლო მეგობრების გამოჩენას ელოდებიან.

გარდა ინდივიდებისა, #SecretSantaChallenge-ში ბიზნესსექტორიც აქტიურად ერთვება.

„სასიხარულოა, რომ კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ ისეთ საქველმოქმედო აქციაში ჩართვას, როგორიც „გახდი საიდუმლო სანტაა“. ეს მათ მაღალ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. წლევანდელ აქციაში ჩართვის სურვილი საშუალო და მცირე ბიზნესებთან ერთად, საქართველოში მოქმედმა რამდენიმე მსხვილმა სასტუმრომ და ტურიზმის სფეროს განვითარებაში ჩართულმა კომპანიებმაც გამოხატეს. თითოეული ორგანიზაცია არა ერთი, არამედ რამდენიმე ბავშვის სანტობას აიღებს საკუთარ თავზე. ამისთვის დიდი მადლობა მათ.“ – ნათელა ლაგურაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

“ფორტუნა” შეგახსენებთ, რომ წერილები ხელმისაწვდომია ბმულზე – https://bit.ly/2Voxw6e

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი იხილეთ – https://bit.ly/39yPQlA

magti 5g