LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგა-თბილისი-რიგას რეისები თებერვლის ბოლომდე გაუქმდა

84
a220-300-tier-prolonged

airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თებერვლის ბოლომდე გააუქმა. ლატვიური ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებაა.

საქართველოში airBaltic-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Discover Georgia იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, გაუქმებული რეისების ნაცვლად ფრენის თარიღის ცვლილებას, ან შეძენილი ავიაბილეთის საფასურის სრული თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

Discover Georgia​-ს ინფორმაციით, airBaltic-ი ფრენებს მარტიდან განაახლებს. არსებული გეგმის თანახმად, 2 მარტიდან airBaltic რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g