ეკონომიკის სამინისტრომ იმ ენერგეტიკული პროექტების ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც covid-19-ის პანდემიის პირობებში განხორციელდა.
უწყების ცნობით, ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზეა 670 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ჰესები; ექსპლუატაციაში შევიდა თბოელექტროსადგური გარდაბანი ორი – 230 მგვტ. საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა დასრულდა რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურ „გარდაბანი 3“-ზე 272 მგვტ. სიმძლავრით;
კვლევის ხელშეკრულება გაფორმდა 18 ჰესზე – 101,6 მგვტ და 3 ჰესზე – 41,6 მგვტ; 6 ქვესადგურზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები;
აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი (500 მმ-1 5კმ; 300 მმ – 1 5 კმ); ამასთან, დასრულდა ტენდერი 400 მლნ. მ მოცულობის გაზსაცავის პროექტის განხორციელებისთვის.