იანვრის თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო მისია ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-ის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმო-ს 10-კაციანი გუნდი ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეეცდება დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანში და წარმოიშვა თუ არა ის ნამდვილად იქ, სადაც აქამდე ფიქრობდნენ. მეცნიერები უხანში 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისი წარმოშობა ცხოველების ბაზარს უკავშირდება.