”ამ წუთებში გარდაიცვალა, გულიანი ქართველი, კარგი ხელოვანი, მსახიობი, პოეტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ბატონი, რუსლან მიქაბერიძე” – ამის შესახებ Facebook – ის პირად გვერდზე, მამა გიორგი დორეული წერს.
რუსლან მიქაბერიძე დაიბადა 1939 წლის 24 აგვისტოს. სხვადასხვა წელს მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.
გამოცემული ჰქონდა სატირული ლექსებისა და ლექსების, ეპიგრამებისა და პაროდიების რამდნიმე კრებული.
მსახიობი დღეს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.