LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტის მენეჯერებს სასერტიფიკატო კურსი ჩაუტარდებათ

98

ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომელსაც 17 კომპანიის 22 წარმომადგენელი დაესწრება. კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოჯისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს – Certified Export Manager.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g