LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა სასტუმროებს აფრთხილებს: მკაცრად მოუწევთ დაიცვან დადგენილება

85
cms-image-000037792

ნათია თურნავა სასტუმროების წარმომადგენლებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მკაცრად დაიცვან დადგენილება, რომლის თანახმადაც მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებები იკრძალება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი, ყველას მოგვიწოდებს ახალი წელი ვიზეიმოთ სახლში, მოკრძალებულად.

„მოდის ახალი წელი და ბუნებრივია, ტურისტული ინდუსტრია, იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდა, ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ეს არის იზოლაციის და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მაისის 322-ე დადგენილება, რომლის თანხმადაც იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით. აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული და მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს.

მინისტრი სავაჭრო სექტორს ხვალ შეხვდება: მოვისმენ, როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს

"ამის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას"

მართალია, მოკრძალებული დადებითი ტენდენციები გვაქვს წერტილოვანი შეღუდვის ღონისძიებების კვალობაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ ზომიერ ოპტიმისტურ ნიშნებს, ახალი წელი ვიზეიმოთ სახლში, მოკრძალებულად და ნუ დავარღვევათ დაწესებულ შეზღუდვებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ეს გაფრთხილება წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g