LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 დეკემბერს „თეატრალურის კვარტეტს“ 17 წელი შეუსრულდა

242
kvarteti201217

2020 წლის 17 დეკემბერს, „თეატრალურის კვარტეტს“ ოქროს დაბადების დღე აქვს, პოპულარული ანსამბლი 17 წლის წინ ჩამოყალიბდა და მსმენელის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. „თეატრალურის კვარტეტს“ მრავალფეროვანი რეპერტუარი და თაყვანისმცემელთა დიდი არმია ჰყავს.

„#17წელისცენაზე

„თეატრალურის კვარტეტი“ იუბილარია, 17 წლის გავხდით!

გზა, რომელიც 2003 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე გავიარეთ, იყო რთული, საინტერესო და საოცრად მრავალფეროვანი!

17 წლის განმავლობაში იყო იმედგაცრუება, წარმატება და სიხარული.

ბედნიერებაა, ემსახურო ისეთ  საგანძურს, როგორიც  ქართული სიმღერაა. შეასრულო საკუთარი მისია იმ ხალხთან ერთად, ვინც ისეთივე სიყვარულით განიცდის და პასუხისმგებლობით ეკიდება საყვარელ საქმეს როგორც შენ!

ყველაზე ძვირფასი კი ადამიანების უდიდესი სითბო და სიყვარულია, რომელიც ამ წლების განმავლობაში არასოდეს  მოგვკლებია!

მადლობა ყველა  მეგობარს, მსმენელს ვინც ჩვენთან ერთად გაიარა ეს პერიოდი! გვერდით გვედგა და არასოდეს მივუტოვებივართ.

ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად, მთავარია ეს გზა ღირსეულად გავიაროთ!“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები