ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა განაცხადეს, რომ სტივენ პედოკი, რომელმაც ლას-ვეგასში მასობრივი მკვლელობა განახორციელა, მათი “ჯარისკაცი” იყო და დაჯგუფებამ ის “რამდენიმე თვის წინ მიიღო”. ამის შესახებ ტერორისტებზე სამონიტორინგო სააგენტო SITE ავრცელებს.
https://twitter.com/siteintelgroup/status/914854178798874624?ref_src=twsrc%5Etfw&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F29763%2Flasvegasshi-masobriv-mkvlelobaze-pasukhismgebloba-islamurma-sakhelmtsipom-aigo
თუმცა , პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელს, 64 წლის სტეფენ პედოკს ტერორისტებთან კავშირი არ აქვს. უწყების ცნობით, მას არც კრიმინალური წარსული აქვს.
ლას ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას სასტუმრო „მანდელეი ბეიდან“ 64 წლის მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50 ადამიანი, 400-ზე მეტი დაშავებულია.
CNN-თან ინტერვიუში ლას ვეგასის შერიფის მოადგლემ მაკმაჰილმა განაცხადა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა.