LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო რეჟიმზე გადადის

106

ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რათა საკრებულოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა განაცხადა. 

უდუმაშვილი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ 21 ოქტომბერს დაელოდონ. მისი შეფასებით, აქციის მონაწილეებზე დღეს ძალისმიერი მეთოდით მოხდა ანგარიშსწორება. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ  დაკავებული 6 პირიდან 2 კლინიკაშია გადაყვანილო, რადგან ნაცემები არიან.

მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა, თუ რას პასუხობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თბილისელებს, ისევ პოლიცია, ისევ ზონდერჯგუფები ისევ სუს-ი და ანგარიშწორება აქციის მონაწილეებზე. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივი იყო. ეს მოთხოვნა ისევ მოთხოვნად რჩება – თბილისის მერიამ უარი თქვას იმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და გაჩუქებას გულისხმობს და ამაზე პასუხი იყო შემდეგი – დარბევა, დაკავებები, ჩვენი ექვსი თანამებრძოლი არის დაკავებული, მათგან ორი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ურცხვად ავრცელებს განცხადებას, რომ ჩვენ ვითომ მერიაში შეჭრას ვცდილობდით. ჩვენ რომ შევარდნა გვდომოდა, ამას აუცილებლად გავაკეთებდით. ეს საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ კანონით არსებულ ყველა ​მეთიდს, რათა ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქის მერიასთან, ენმ-ის მიერ გამართულ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. დედაქალაქის მერიასთან „ნაციონალური მოძრობის“ აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების 21 ოქტომბრამდე შეჩერებას ითხოვდნენ.

magti 5g