LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დრეგ–რბოლა: ახალი Octavia RS ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეს Ford Fosuc ST–სა და Volkswagen Golf GTI–ს დაუპირისპირდა

65
gtiscrv201218

Youtube–არხმა Carwow გადაწყვიტა ერთმანეთისთვის სამი მოდელი ახალი Skoda Octavia RS, Volkswagen Golf GTI და Ford Focus ST „დაეჯახებინა“. ავტომობილები ერთმანეთს 4 მილიან დრეგ–რბოლაში შეეჯიბრნენ, შემდეგ ბლოგერბმა სიჩქარე და სველ ტრასაზე დამუხრუჭების ეფექტურობა შეამოწმეს.

ახალი Skoda Octavia ძალიან ტევადია და თან კონკურენტებზე უფრო ხელმისაწვდომია. ლიფტბეკის კაპოტის ქვეშ 2,0 ლიტრის მოცულობის 245 ძალის ბენზინის „ტურბო–ოთხიანია“ მოთავსებული და აგრეგატი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. Octavia RS 1520 კილოგრამს იწონის და დიდ ბრიტანეთში მისი ფასი 31,5 ათასი ფუნტი სტერლინგია.

Volkswagen Gold GTI ტექნიკურად Octavia–სგან დიდად არ განსხვავდება. მოდელებს იდენტური ტურბოძრავი 2,0 აქვთ, თუმცა გერმანული ჰეტჩბეკი თითქმის 60 კილოგრამით უფრო მსუბუქია და 3,5 ათასი ფუნტი სტერლინგით უფრო ძვირი ღირს.

Ford Focus ST–ის აქტივში უფრო მოცულობითი და მძლავრი ტურბოძრავი 2.3 აგრეგატია და 280 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 7–სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. „ფოკუსის“ მასა 1534 კილოგრამს შეადგენს და მისი ფასი კი Golf GTI-ის ანალოგიურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g