LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანუკი არეშიძე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

179
BeFunky-collage (5)

დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურად დაუცველ ოჯახებს თოვლის ბაბუასთან ერთად ესტუმრა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანუკი ქველმოქმედებით ბავშვობიდან გამოირჩევა და ის გამორჩეულად მზრუნველი ადამიანია.

“შენ ხომ არტურა ხარ, როგორ გამიხარდა რომ გნახე…

ბავშვობაში, ყველას გვახსოვს, სადარბაზოებთან, საბურავით დანთებული ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ბავშვები, აღარ მოვყვები მათ აღწერასა და ყოფას… დიდხანს ვფიქრობდით ხოლმე სახლში შესულები, როგორ გაათევდნენ ცივ ღამეს…

ანუკის, სახლიდან მაშინაც მიჰქონდა მათთვის საჭმელი, მათ ბედზე მაშინაც დარდობდა და აი დღეს, პირველი ოჯახის მასპინძელი სწორედ, რომ ის არტურა იყო, რომლის ბედზეც ბევრჯერ უფიქრია….

ბევრი რამ შემიძლია მოვყვე ანუკიზე, მის დამოკიდებულებაზე სიკეთესა და სიყვარულზე, რაზეც თავად არასდროს სურს საუბარი.. ჩემი სიტყვები კი ბანალური იქნება… ამ საოცრად ლამაზი სულის და შეუდარებლად თბილ, მზრუნველ ადამიანს, უბრალოდ უნდა იცნობდეთ…

დღევანდელი დღე, ბევრი ღიმილიანი და ანთებული თვალებით მიილია. წინ კი ხვალინდელი დღეა”,- დაწერა ანა ჩანგიანმა.

 

 

magti 5g