კინორეჟისორსა და ლექტორს, ოთარ ლითანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება – განცხადებას სოციალურ ქსელში ოთარ ლითანიშვილის შვილი, ნანუკა ლითანიშვილი ავრცელებს.
როგორც საქველმოქმედო განცხადებაშია აღნიშნული, ოთარ ლითანიშვილს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, თანხის სრულად შეგროვება კი ოჯახმა ამ დრომდე ვერ მოახერხა.
„ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს.
მამაჩემს, კინორეჟისორსა და ლექტორს, ოთარ ლითანიშვილს, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიმდინარეობს, სადაც სრული გამოჯანმრთელების იმედი მოგვცეს.
უკვე ჩატარებულია პირველი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი. ახლა მას ესაჭიროება მეორე, გადამწყვეტი ოპერაცია, რომლის დროულად ჩატარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. (სასწრაფოა)
სამწუხაროდ, ოპერაციისთვის საჭირო თანხის სრულად მოგროვება ვერ მოხერხდა და ახლა თქვენი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩვენს გვერდით დგას, გვამხნევებს და გვეხმარება.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: #GE30BG0000000122587900
თიბისი ბანკი: #GE42TB7219845061100001
მიმღები: ნანა ლითანიშვილი“, – აღნიშნულია ოთარ ლითანიშვილის შვილის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
