LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო… გთხოვთ, გავერთიანდეთ, გვერდში დავუდგეთ ძალიან მაგარ ახალგაზრდა ბიჭს… მჯერა ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს“ – მარტვილის საფეხბურთო აკადემია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

238
მარტვილის საფეხბურთო აკადემია

მარტვილის საფეხბურთო აკადემია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს, ერასტო სმირნოვს (მიქავას), ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

14 წლიდან აკადემიაში გაზრდილი სპორტსმენი, რომელიც წლების განმავლობაში მოედანზე გამორჩეული ნიჭითა და ფეხბურთისადმი თავდადებით გამოირჩეოდა, ახლა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

აკადემიის ხელმძღვანელობა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით საფეხბურთო სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. დაავადების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია ერასტოს სასწრაფო გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია.

ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო მარტვილის საფეხბურთო აკადემიას🙏🏻🙏🏻🙏🏻

ჩვენი აკადემიის ერთ ერთი ყველაზე პრესპექტიული ფეხბურთელი, ერასტო სმირნოვი (მიქავა) რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა და იცხოვრა ჩვენს აკადემიაში დღეს არის უმძიმეს განსაცდელში.

მას მარცხენა ფეხის ბარძაყის მიდამოს რბილ ქსოვილებში დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე და აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად ძალიან სწრაფად მოხდეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ.

მისმა ოჯახმა 14 წლის ბიჭი მოიყვანა ჩვენს აკადემიაში და მას შემდეგ წლებია ერთად მოვდივართ, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლიათ ვთქვათ რომ ერასტო სმირნოვი ჩვენს აკადემიაში ყოველთვის ერთ ერთი გამორჩეული და შესამჩნევი ფეხბურთელი იყო.

მოგმართავთ ყველას:

ჩემი აკადემიის სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს, უშუალოდ ერას თანაგუნდელებს, ჩვენს კოლეგებს,

საფეხბურთო სკოლებს, პროფესიონალურ კლუბებს და ფეხბურთის სფეროში მომუშავე ადამიანებს და სრულიად ქართულ საფეხბურთო ოჯახს, გთხოვთ, გავერთიანდეთ და გვერდით დავუდგეთ ერთ ქართველ ძალიან მაგარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთის უდიდესი სიყვარულით ცხოვრობდა, ხოლო დღეს კი სიცოცხლის გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

ოჯახს მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნია და უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ დავეხმაროთ, რადგან ახლა დროს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მჯერა ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთიანობით ჩვენ შევძლებთ მის თანადგომას და ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს🙏🏻🙏🏻

პატივისცემით: ჯესი სურმავა

ერასტოს სმირნოვი:

პირადი ნომერი 62902021241

თიბისის ბანკის ანგარიში: GE41TB7871945064300036

საქართველოს ბანკი ანგარიში: GE20BG0000000580766513

მიმღები ერასტო სმირნოვი(მიქავა)“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g