საზოგადოება ბოლო დღეებია დიდი იმედით გულშემატკივრობს პატარა გაბრიელს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის.
დღეს პატარა ბიჭუნას ოპერაცია უნდა გაუკეთდეს.
გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ხშირად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მან მეუღლის და შვილის ერთობლივი ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ვინ იცის რამდენი ღამე გაგვითენებია ამ ორი კილო ადამიანის დაძინებისთვის… როგორ გავძელი და გადავიტანე ამდენი? მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს ყოველდღიურად ვენაცვლებით ერთი დღე-ღამე ის არის ერთი დღე-ღამე მე… როცა პიკამდე მივდივარ და უკვე აღარ შემიძლია..ის მოდის არსად არასდროს მიხსენებია მამიკო მიდევს რამდენიმე ფოტო მაგრამ მაინც.. არ მითქვამს რომ ის ისევე ისეთ სტრეს გადიოდა როგორსაც მე… მასაც ჩემსავით აქვს ღამე გათენებული… და დილით ისიც ჩემს მოლოდინშია გადაღლილი… თუ მკითხავთ როგორ გადამაქვს, ეს მისი დამსახურებაა..მე მაქვს დრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და დასვენების რომ არ გამაგიჟოს ამ კედლებმა.. ეს ის მომენტია როცა ერთ ადამიანში ყველაფერია რაც შეიძლება გიყვარდეს… დიახ ის მშობელია და იგივე ვალდებულება აქვს რაც მე… თუმცა ის ასევე კარგი ქმარიც არის.. აი ასე გადაგვაქვს დღეები ერთმანეთით, გიო ჩადუნელი…“ – წერს თაკო ბარბაქაძე.
ვინ იცის რამდენი ღამე გაგვითენებია ამ ორი კილო ადამიანის დაძინებისთვის…როგორ გავძელი და გადავიტანე ამდენი? მე და ჩემი…
Posted by თაკო ბარბაქაძე on კვირა, 10 მაისი, 2026
