LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდოდა რომ ასეთი დამემახსოვრებინე…ჩვენ სიკვდილზე ვაწერთ ხელს…ილოცეთ მისთვის“ – პატარა გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

1178
2026-05-07_00-48-27_177947

პატარა გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ემოციურ და სევდიან პოსტს გვიზიარებს.

ის საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწოდებს, რადგან გადარჩენის შანსი სამწუხაროდ მცირეა.

„არ მინდოდა რომ ასეთი დამემახსოვრებინე… მინდოდა სქელ ლოყება და მომღიმარი ერთად ყოფილიყავი… გაბრიელის ოპერაციაზე უარი გვითხრეს.. ძალიან ბევრმა კლინიკამ და ქირურგმა.. მისი ნაწლავი 20 სანტიმეტრია და ისიც პრობლემური..არ არსებობს არანაირი დაგრძელება და არაირი ხელოვნური ნაწლავი არსებობს გადანერგვა..

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს სთხოვენ მის გაკვეთა და ნაწლავს.. და ზუსტად ვიცი რომ ეს არავის მოუნდება..ასე მკურნალობა შეუძლებელია რადგან ბავშვს არანაირი შედეგი არ აქვს.. ჩვენ ოპერაციას მაინც გავაკეთებთ და ვიცით რომ მისი გადარჩენის შანსი 10%ია..ასე გაგვწირა ღმერთმა.

გაბრიელს მეექვსე ოპერაცია ჩაუტარდება ჩვენ სიკვდილზე ვაწერთ ხელს..ილოცეთ მისთვის იქნებ თქვენ მაინც მოგისმინოთ ღმერთა რადგან ის მე არ მისმენს და არც მწყალობს..მიყვარხარ ჩემო ნატანჯო ანგელოზო და ბოდიშს გიხდი რომ ამ ტკივილის გადატანა მოგიწია…ეს ჩემი ბოლო თხოვნა იქნება თქვენთვის გაბრიელის გადარჩენისთვის 25101051767“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g