21 წლის ფეხბურთელს, საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილის“ წევრს, ერასტო მიქავას, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამამხნევებელ მესიჯს უგზავნის.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბმა „მერანი მარტვილი“ გააზიარა.
„გაუმარჯოს ჩემო ძმაო, ღმერთის წყალობით ყველაფერი მაგრად იქნება. ყველა შენს გვერდით ვართ. ნაკრების ბიჭებისგან მოკითხვა ყველასგან და ერთად დავამარცხებთ დაბრკოლებებს. მაგრად უნდა იყო“ – წერს ხვიჩა კვარაცხელია ერასტო მიქავას.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელს, საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილის“ წევრს, ერასტო მიქავას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერასტო მიქავას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
საფეხბურთო კლუბი „მერანი მარტვილი“ სოციალურ ქსელში ერასტო მიქავას დედის მიმართვას და საბანკო რეკვიზიტებს ავრცელებს:
„ყველაფერი კარგად იქნება, ერა!
მოკლედ, მეგობრებო, არასასიამოვნო ამბავი გვაქვს… ჩვენს ფეხბურთელს, ერასტო მიქავას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.
ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად კი აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი გუნდი ერასტოს გვერდში დაუდგება, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
ერასტოს დედა, ნატო კვარაცხელია:
„აბჯარი ავისხი ხალხო! ჩემი 21 წლის ერასტოს ჯანმრთელობის გამო. ჩემო მეგობრებო და კეთილო ადამიანებო, დიდი განსაცდელის წინაშე დგას ერასტო მიქავა! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე… აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალება ოჯახს სრულად არ გაგვაჩნია. უნდა გთხოვოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ, თუნდაც ერთი ლარით… უმოკლეს დროში უნდა გავფრინდეთ საფრანგეთში. უფალი დიდია და შეგიწირავთ თითოეულ თქვენგანს… თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას. გთხოვთ შემაძლებინოთ… აქვე მივუთითებ ერასტოს პირადს 62902021241.
თიბისი ბანკის ანგარიში: GE41TB7871945064300036
საქართველოს ბანკის ანგარიში: GE20BG0000000580766513
მიმღები ერასტო სმირნოვი (მიქავა)
გთხოვთ გადააზიაროთ“, – აღნიშნულია ერასტო მიქავას დედის მიმართვაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „მერანი მარტვილი“ ავრცელებს.
კვარა & ეროვნული ნაკრები 🙏❤️🇬🇪 ✍️ ხვიჩა კვარაცხელია ერასტო მიქავას: "გაუმარჯოს ჩემო ძმაო, ღმერთის წყალობით ყველაფერი…
Posted by FC Merani Martvili on ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
