LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოა!!! ისევ უნდა გავერთიანდეთ და არ მივატოვოთ… საკმაოდ საშიში მდგომარეობაა“ – თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

686
თიკა რაზმაძე

43 წლის თიკა რაზმაძეს, რომელიც მეხუთე სტადიის თირკმლის უკმარისობას ებრძვის, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.

როგორც თიკა რაზმაძის მეგობრების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თირკმელების არასწორად მუშაობამ და სითხის შეკავებამ წარმოქმნა გულის მიუკარდიუმი – სითხე გულის არეში, რომელიც საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო კვლევებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსებთან არის დაკავშირებული.

„მეგობრებო, ეს სასწრაფოა!!!

შევეცდები სწორად ავხსნა, რადგან კარგად ვერ ვერკვევი. თიკას გულზე წარმოექმნა პრობლემები, რაც მისმა ავადმყოფობამ გამოიწვია. თირკმელების არასწორად მუშაობამ და სითხის შეკავებამ წარმოქმნა გულის მიუკარდიუმი – სითხე გულის არეში, რომელიც საკმაოდ საშიში მდგომარეობაა. კარდიოლოგმა სასწრაფოდ კვლევები დაუნიშნა, რომელიც აქ არ კეთდება და საკმაოდ სოლიდური თანხაა. ყველამ ვიცით მისი ფინანსური მდგომარეობა, ამიტომ ისევ უნდა გავერთიანდეთ, არ მივატოვოთ მარტო ამ მდგომარეობაში. ვისაც რით შეგვეძლება დახმარება, გაზიარებით თუ ფინანსებით.

#GE54BG0000000611996991

მიმღები:დედა – არინდა კობიაშვილი“, – წერს ნანა გოგოლაური სოციალურ ქსელში.

„თითოეული გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია – აქვს თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია, აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“ – 42 წლის თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები