LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითოეული გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია – აქვს თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია, აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“ – 42 წლის თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

262
თიკა რაზმაძე

42 წლის თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – თიკა რაზმაძე მეხუთე სტადიის თირკმლის უკმარისობას ებრძვის.

„თქვენი დახმარება გვჭირდება, ეს ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად…“ – თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქველმოქმედო განცხადებაში, რომელსაც თიკა რაზმაძის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, აღნიშნულია, რომ აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული:

„ვინც არ იცით, თიკას ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპია, თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია. ამიტომ აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ამიტომაც ვწერ, თქვენ – მეგობრებო, უცნობებო, კეთილო ადამიანებო – ვისაც შეუძლია თუნდაც მცირედით წვლილის შეტანა თიკას გადარჩენაში.

ამ ბრძოლაში თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება – ძალიან მნიშვნელოვანია

მიმღები – თინათინ რაზმაძე.

GE67BG0000000604745813 “, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიკასთვის!!! ვინც არ იცით თიკას ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპია, თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია. ამიტომ აუცილებელი გახდა…

Posted by ნანა გოგოლაური on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები