LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუხლმოყრილი მადლობა, ჩემი და ჩემი შვილისთვის სიცოცხლის იმედის ჩასახვისთვის…უფალმა შეგიწიროთ“ – ერასტო მიქავას დედის ემოციური პოსტი

287
2026-04-17_01-06-42_574634

21 წლის ფეხბურთელს, საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილის“ წევრს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მას საზოგადოება გვერდით დაუდგა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

ერასტოს დედა, ნატო კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და მისი შვილის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის ყველას მადლობას უხდის.

„მაპატიეთ, ჩემი უგონო მდგომარეობის გამო თუ ვინმე ან რაიმე გამომრჩა. მინდა დავაფიქსირო ჩემი უზომო, ენით აუღწერელი მადლიერება. ჩემი შვილის დიაგნოზით გამოწვეული სასოწარკვეთოსას პირველი ვინც იმედის ნაპერწკალი ჩამისახა, ჩვენი კუთხის „მაშველი“,ჩვენი ია მიქავა, ჩვენი დემნა მიქავა. ჩემი სასოწარკვეთილი პოსტის დადების წამიდან კი ჩემი შვილის აღმზრდელი, ფეხბურთის სიყვარულის მაზიარებელი ბატ.ჯესი სურმავამ მიიღო გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირებისთვის, მიმართა ყველა ფეხბურთის სფეროს რის შემდგომ დაიწყო ზღვა გამოხმაურება მთელი ფეხბურთის ინდუსტრიიდან. ბატ. ჯესი საუკუნოდ იქნება ჩემი შვილის მსხნელი!

ჩემი სალომე მიქავა, ნინი მიქავა, გურანდა ხიჯაკაძე, თაკო გზირიშვილი, ნინი ზადიაშვილი, ერასტოს საძმაკაცო ინტენსიურად ჩაერთნენ გამოეყენებინათ ყველა პლატფორმა, იმისთვის რომ მთელი საქართველო ჩართულიყო ჩვენს დასახმარად. უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული მოქალაქის, უცნობ ნაცნობი ადამიანების მიმართ ვინც არ დაიშურა გამამხნევებელი მესიჯი თუ თუნდაც ის 86 თეთრი, 99თეთრი, ღმერთმა შეგიწიროთ ყვეეელას!
არვიცი რა დამსახურებით თუ ამ მძიმე დიაგნოზის გამო, დამიკავშირდა თითქმის ყველა საფეხბურთო სამყარო…
ცელკეული მადლობა, ფეხ.ფედერაციის გენ.დირექტორს ბატ.დავით მუჯირს!
ბათუმის დინამოს პრეზიდენტს!
მარტვილის მერანის ხელმძღვანელობას!
წალენჯიხის ჯანგანის ხელმძღვანელს
ქალბ.თამარ კვარაცხელიას.
ბატ.ირაკლი ზარქუას.
წალენჯიხის თითოეულ მაცხოვრებელს, ჩემი აფხაზეთის მეზობლებს, ნათესავებს!
ჩემი შვილისთვის უდიდესი იმედის
მესიჯის ავტორს, ჩემი ჯიშის, ქვეყნის და არამხოლოდ სიამაყეს ხვიჩა კვარაცხელიას! მისი მესიჯიდან გამომდინარე მთლიანად ეროვნულ ნაკრებს…
პირველი განცვიფრებისთვის გიორგი ქოჩორაშვილს, გოგლიჩიძეს, მექვაბიშვილს, ალთუნაშვილს…..

ყველა სოც.პლათფორმებს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, ყველას, ყველას ჩემი მუხლმოყრილი მადლობა, ჩემი და ჩემი შვილისთვის სიცოცხლის იმედის ჩასახვისთვის! უფალმა ყველას შეგიწიროთ….კიდევ ერთხელ მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩაა.
დიდი პატივისცემით
ერასტოს დედა“, – წერს ნატო კვარაცხელია.

„აბჯარი ავისხი ხალხო! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, გთხოვოთ, დაგვეხმაროთ თუნდაც ერთი ლარით, თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას“ – 21 წლის ფეხბურთელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ყველა შენს გვერდით ვართ, ნაკრების ბიჭებისგან მოკითხვა და ერთად დავამარცხებთ დაბრკოლებებს, მაგრად უნდა იყო“ – ხვიჩა კვარაცხელია „მერანი მარტვილის“ ფეხბურთელს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g