“სავაჭრო სექტორმა თვითონ შემოგვთავაზა, რომ ფასდაკლებები მოვიდეს ძირითადად ონლაინგაყიდვებზე, რათa მეტად წავახალისოთ დისტანციური ვაჭრობა და ეს მოხდეს, ძირითადად, დღის პირველ ნახევარში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლებს უფრო სწორად და შეიქმნება ნაკლები მობილობა.” – კორონავირუსის გამო მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შეზღუდვებზე, საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები, ეს არის სავაჭრო სექტორის მიერ შეთავაზებული გეგმა.
სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გასახდელი – არ იქნება არც კვების ობიექტები
ნათუა თურნავას თქმით სავაჭრო სექტორი მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იქნება ეს სამუშაო საათები თუ რიგების მართვის სისტემა.
მან რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, საპასუხო ჯარიმებსაც გაუსვა ხაზი და აღიშნა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი:
ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი, რომლის დროსაც პასუხისმგებლობა ეკუთვნის, პირველ რიგში, ხელისუფლებას,თუმცა, ამავდროულად, სავაჭრო სექტორიც მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევები იქნება, წინასწარ ვამბობთ, რომ ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული.
ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო, არ არის შეუქცევადი და შესაბამისად, როგორც კი პირველივე ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს იმ არსებით შეზღუდვებს, რაზეც იყო დღეს საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ როგორც ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლებაც.” – განმარტა თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაჭრობის ინდუსტრიის ბრუნვის დიდი წილი სწორედ წინასაახალწლო პერიოდზე მოდის. ეს არის როგორც დიდი გამოწვევა, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკურად და სწორედ ამიტომ, მიღებულია ფრთხილი და დაბალანსებული გადაწყვეტილება:
სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გასახდელი - არ იქნება არც კვების ობიექტები
მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებები. პირველი და მთავარი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთველობა, თუმცა, ამავდროულად არის სხვა ფაქტორები, როგორიც არის ეკონომიკა და დასაქმება და იცით, რომ ჩვენი სავაჭრო სეგმენტი არის ძალიან დიდი დამსაქმებელი, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ.
ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. როდესაც წინასაახალწლო პერიოდისთვის შეზრუდვების გეგმა დავაანონსეთ, იქ იყო საუბარი, რომ 24-ში ჩვენ გარკვეული პირობებით შევძლებდით გარკვეულ ლიბერალიზაციას სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დაბალანსებულად უნდა ვიაროთ და შევასრულოთ ადაპტაციის ამოცანა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაქსიმალური დაცვის ზომებითა და შეზღუდვებით.” – განაცხადა ნათია თურნავამ.