შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა იმის წინაპირობას იძლევა, რომ 4 თვის განმავლობაში სოციალურ პურზე ფასი არ გაიზარდოს, თუმცა პურის ის კატეგორია, რომელზეც სუბსიდირება არ ვრცელდება, შესაძლოა, გაძვირდეს.
სილაგავას ინფორმაციითვე, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არაა. ამავე საკითხზე საუბობს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძეც და განმარტავს, რომ ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოში საშიშროება არ არის, პურის ფასიც არ შეიცვლება.
“ამ ეტაპზე საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით საშიშროება არ არის, მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება პურის ღირებულებას, ჯერჯერობით პურის ღირებულება არ შეიცვლება და სახალხო პური იქნება იმ ფასის, რა ფასადაც დღეს იყიდება“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.