LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი – კახა კალაძე

47

“ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი,” – ამ განცხადებით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, თბილისის მერობის დამოუკიდებელის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, მხრიდან მის დებატებში გამოწვევას  უპასუხა.

“ჩემი მთავარი კონკურენტი არის ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და შესაბამისად, როგორც არის ეს დაგეგმილი, დებატები იქნება ეს თუ სხვა, ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის მივიღოთ მონაწილეობა,“  – განაცხადა კალაძემ.

ალეკო ელისაშვილი კალაძეს ჯერ დებატებს, შემდეგ კი ფეხბურთის თამაშს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g