LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მძიმე ხელი უძრავ ქონებასაც დაეტყო – რამდენი პროცენტით შემცირდა ბინების ფასი?

128
ფორტუნა - area (1)

2020 წლის 26 თებერვალი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების თარიღია. ესაა დღე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის რეალობა შეცვალა, XXI საუკუნეში ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოების შიში გაგვიჩნდა და ალბათ უტრირებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ  გააჩერა, დააპაუზა და შეაფერხა ყველაფერი, რაც აქამდე გვიკეთებია და რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია.

შეიცვალა არა მარტო ჩვენი გეგმები და ცხოვრებისეული მიდგომები, არამედ ურთიერთობებიც. აქამდე თუ ოჯახის წევრები გადარბენით ვხედავდით ერთმანეთს, ახლა უკვე ერთ სივრცეში

ვცხოვრობთ და ვმუშაობთ კიდეც. დიახ, ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე სახლში, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, წარმატებით თანაარსებობს, სკოლა, ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია,  რომელიმე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტი და კინოდარბაზი. პანდემიამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს ერთად გვეკეთებინა ჩვენი საქმე, ვყოფილიყავით ერთად და ამავდროულად ცალ-ცალკე, 6-7 საათის შემდეგ ჩვენივე „ოფისიდან“ ხალათებით „დაბრუნებულებს“ კი გაგვეგრძელებინა საერთო მიზნებისკენ სწრაფვა.

კოვიდ აფეთქებამ თავისი ხელი დაატყო ქვეყნის ეკონომიკას. ის ბიზნესები, რომლებმაც ვერ მოახდინეს ადაპტირება ციფრულ სამყაროში –  გაჩერდნენ, ზოგიერთმა შეამცირა საკადრო რესურსი. საერთო ჯამში კი არაპროგნოზირებადმა გარემომ, არასტაბილურმა შემოსავალმა და არამდგრადმა სიტუაციამ ადამიანები დააფიქრა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე, როგორიც საცხოვრებელი სახლის/ბინის ყიდვა-არ ყიდვის საკითხია.

რამდენი პროცენტით შემცირდა ბინების ფასები?

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა.

დეველოპერების ნაწილმა დაიწყო ფასდაკლებები, მაგრამ მეორეულ ბაზარზე ჯერჯერობით ამ მხრივ ცვლილებები დიდად არ შეინიშნება. 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა, ძველი აშენებულის კი 1 კვ.მეტრზე 2 დოლარით. ზოგადად, უძრავ ქონებაზე უცაბედი ფასების კლება არ ხდება, თუმცა 6-9 თვიან პერიოდში უკვე ფასების დაცემა ადვილად შესამჩნევია. შექმნილმა ვითარებამ ხალხი დააფიქრა, ღირს კი მოცემულ რეალობაში დანაზოგის უძრავ ქონებაში დახარჯვა, თუ პირიქით, მოსასწრებადაა საქმე და სწორედ ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო, შეიძინო ბინა.

მიუხედავად ეკონომიკური რყევებისა, მიიჩნევა, რომ უძრავი ქონების შეძენა ყოველთვის კარგი იდეაა. თუ  ბინის შეძენა თბილისში გინდა, ყველაზე სანდო და ეფექტური გზა უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge-ა, სადაც წარმოდგენილია ბინები, როგორც ძველ აშენებულ ნაგებობებში, ასევე მშენებარე და ახალ აშენებულ კორპუსებში. არეაზე ნახავთ ბაზარზე არსებული დეველოპერების ყველა შეთავაზებას, დაინტერესების შემთხვევაში კი მარტივად დაუკავშირდებით კომპანიას ან მესაკუთრეს და უფრო დაწვრილებით გაარკვევთ თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს.

Area.ge –  ხომ თქვენთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც გიმარტივებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას ნებისმიერ სიტუაციაში, პანდემიის დროსაც კი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g