LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარიზაციის პროგრამა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს – ლადო პაპავა

495
1460974465756036

„აუცილებელია ლარიზაციის პროგრამის შეჩერება, ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს“,-ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა ლადო პაპავამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც პანდემიის პირობებში ლარის გაუფასურება გამოიწვია.

„ეს უნდა გაჩერდეს სასწრაფოდ. პანდემიის პირობებში გამოვიდა, რომ ბანკებს ვაიძულეთ სესხების ლარში გაცემა, ხოლო ლარში ეს ბრუნვა შეჩერებულია, ბიზნესი გაჩერებულია, ამიტომ ეროვნულ ბანკს უხდება რეფინანსირებით სესხების გაცემა, ეს კი ზრდის ფულის მასას, ფულის მასის ზრდა იწვევს ინფლაციასაც და ლარის გაუფასურებასაც. ამიტომ პანდემიის პირობებში ლარიზაციის გეგმა უნდა შეჩერდეს.  ეს ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სასურველ შედეგს ვერ მიიღებს“,-განაცხადა ლადო პაპავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g