კატალონიაში რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, კატალონიელების 90 % ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.
კონკრეტულად, რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა 2 მილიონ 44 ათას 38-მა ადამიანმა, რაც 90,18%-ია. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, 177 547-ია, რაც 7,83 %-ს შეადგენს.
1-ელ ოქტომბერს კატალონიაში ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ავტონომიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა.