LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

46
tyey4e

უკრაინა რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების გამართვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

„უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრის გამართვას ითხოვს იმ ყალბი რეფერენდუმების გამო, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა გაეროს ქარტიის დარღვევით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მორიგი მცდელობის გამო“ – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინული მედიის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სამშაბათს, 27 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, რუსეთი დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკში 23-27 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმებს მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები