LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NGO-ები საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა შესაძლო ჩართვის გამოძიებას ითხოვენ

76

არასამთავრობო სექტორში ბაღების თანამშრომლების მიერ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ, მოქალაქეთა პირადი მონაცემების შესაძლო შეგროვების საქმეზე, გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის, თქმით, ეს საქმე სისხლის სამართლის ნიშნებსაც შეიცავს და საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს.

“უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა რეალურად, როდესაც შენ რთავ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ პროცესებში. სამართლებრივი გამოძიება თუ დაადგენს, რომ ნამდვილად ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, არა მარტო სისხლის სამართლებრივად უნდა დაისაჯოს ზოგიერთ პირი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ და ასრულებდნენ მათ დავალებებს, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი,“ – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.

„ეს საკითხი იმსახურებს სათანადო ყურადღებას, ვინაიდან იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო რესურსები და პარტიული საქმიანობა უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, რაც ამ შემთხვევაში არ არის დაცული,“ – აცხადებს ლელა ტალიური.

 

magti 5g