თბილისი, ვერონა, ვალენსია, კატოვიცე, მარსელი, თელ-ავივი – ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ნახვასაც დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია მოგზაურებს ურჩევს.
Ryanair სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „21 ადგილი, რომელიც 2021 წელს Ryanair-თან ერთად უნდა ნახო“. სწორედ ამ სტატიაშია საუბარი საქართველოს დედაქალაქზეც.
თბილისი Ryanair-ის 2021 წლის TOP-21 მიმართულებაში მოწინავე პოზიციაზეა. ავიაკომპანიის განმარტებით, საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული წერტილი გახდა.
„დაისვენეთ ქალაქის ცნობილ გოგირდის აბანოებში, იმგზავრეთ საბაგირო გზით ნარიყალას ციხემდე და ეწვიეთ ჯვრისა და სვეტიცხოვლის მონასტერებს”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის სტატიაში, სადაც ასევე ყურადღება გამახვილებულია ქართულ სამზარეულოზეც.