LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

175
FORTUNA.GE-

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ფორტუნას” ინფორმაცია ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამირან გამყრელიძეს კოვიდ-19-ის ტესტის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მისი მდგომარეობა ასიმპტომურია, თავს გრძნობს კარგად და იმყოფება სახლში.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ მის ხელმძღვანელს ბატონ ამირან გამყრელიძეს დღეს შუადღეს მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამ ეტაპზე მას კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას.” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურში.