გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, 4 და 5 იანვარს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარემ, შესაძლებელია, 30 მ/წმ-ს მიღწიოს. სასურველია, მოსახლეობამ სიფრთხილე გამოიჩინოს და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს.
მათივე ინფორმაციით, ექვს იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდი იქნება.