,,პატარების დიდი შოუს” საახალწლო გამოსვებაში დუტასთან სტუმრად სახელოვანი ბებია-ბაბუის, თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილიშვილი, ელენე მახარაძე ვიხილეთ. ელენეს მშობლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან: მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ,,იმედის” შოუ, რომელიც ნიჭიერი ბავშვების წარმოსაჩენადაა შექმნილი, პატარა ელენიკომ დაიპყრო ჯერ სიმღერით, შემდე კი ცეკვით. მისი მშობლები ელენეს გამოსვლისას ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ.