”ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვისას კოლეგა დეპუტატებს მეორე მუხლის მესამე პუნქტის ამოღება შესთავაზა.
მისი თქმით, ეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შრომით ურთიერთობებში უკან გადადგმული ნაბიჯია და შრომის კოდექსში არსებული რამდენიმე მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა.
“პირველი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსში მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, ამასთან, 50-ე მუხლის მე-11 პუნქტის განსხვავებულად ჩამოყალიბებას. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რეალურად, დუბლირებას ახდენს ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა. მოგეხსენებათ, გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში, რომელთა შედეგადაც ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა კოდექსში და რამდენიმე სხვადასხვა მუხლი არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს. ამოცანაა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი აღმოვფხვრათ, რათა პრაქტიკაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს არ შეექმნათ რაიმე სახის ინტერპრეტაციის რისკი და პრაქტიკაში არ გაჩნდეს კანონის განსხვავებულად განმარტების რისკი”, — განაცხადა მიხიელ დაუშვილმა.
ხოლო, რაც შეეხება 50-ე მუხლის მე-11 პუნქტს, დაუშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებული ცვლილების მიზანია, რომ შრომის კოდექსი სწორ მითითებას აკეთებდეს საქართველოს კანონზე.
დაუშვილის ამ ინიციატივას არ დაეთანხმნენ ქართული ოცნების სხვა დეპუტატები.
მან ისიც აღნიშნა, რომ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს და მორიგი პროექტიც წარადგინა, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ეხება.
“დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შშმ პირთა უფლებების რეალიზებას. ეს კანონი უკვე ამოქმედდა 1 იანვრიდან, ხოლო რეალურად, თუ ვნახავთ მოქმედი შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილს, აღნიშნული ნაწილით უკვე გათვალისწინებულია იდენტური შინაარსის დებულება. ამ შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზია, როცა ერთი კანონის ორმა სხვადსხვა დებულებამ იდენტურად ჩამოაყალიბა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა”. – აღნიშნა, დაუშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შეთავაზება წარუდგინა: “პირველ კანონპროექტში მეორე მუხლის მესამე პუნქტი დარჩეს, ანუ არ იქნეს ეს ამოღებული. შესაბამისად, ეს დისკუსია, რაც აქ წარმოიშვა იქნება გათვალისწინებული. დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ჩადებული რეგულაციები დარჩება იქ, სადაც დღეს ის არის”.