„მე როგორც ვხვდები არჩევნებამდე ეს თემა დაიხურა. არჩევნების შემდგომ ამ თემაზე საუბარი ვფიქრობ განახლდება“ – მიხეილ დაუშვილი გახარია-ხაზარაძის გუნდების ალიანსზე
დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“ გახარია-ხაზარაძის გუნდებს შორის გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ხაზარაძის გუნდში გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
