პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, თქმით, ამნისტია 800-ზე მეტ პირს შეეხება. მისივე თქმით, მსჯავრდებულების ნაწილს თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლება, მათ შორის, არასრულწლოვნებსა და სტუდენტებს. მან ასევე თქვა, რომ ამნისტიას 30-ზე მეტი მუხლი დაემატა.
„გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები, კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ 30-ზე მეტი მუხლი, კონკრეტული დანაშაული დაემატა, რომელიც პირველად რედაქციაში არ ყოფილა შესული. დამამძიმებელ გარემოებებს შეეხო, ისეთებს, რომელიც შესაძლებელი იქნა სხვადასხვა კონსულტაციების შედეგად.
86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ამნისტიის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა რამდენიმე დანაშაულმა, მათ შორის ნარკოტიკულმა, ეკონომიკური სახის დანაშაულებმა, რომელთა მიმართაც გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. გარკვეულ კატეგორიას, დანაშაულებისა, კვლავაც არ შეეხო ამნისტია, მათ შორის, ბუნებრივია მოიაზრება ოჯახში ძალადობის საკითხები, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სამოხელეო დანაშაულები და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ნაწილებს და მუხლებს, რომელიც დაემატა, ამის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლია მიიღოთ პარლამენტის ვებგვერდზე. საკმაოდ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შეეხება ამნისტია და დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, ისევე როგორც სხვა სტატუსის მქონე პირებს შეეცვლებათ სასჯელები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი შვილების დედებს, ასევე სტუდენტებს, გარკვეული დათქმებით, კონკრეტული კატეგორიის დანაშაულების მიმართ ვინც არიან მსჯავრდებულები, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვლებათ. ასეთი დათქმა უპირობოდ ვერ იქნებოდა შემოღებული, შესაბამისად, განსაზღვრულია კონკრეტული ხასიათის დანაშაული და წინაპირობა, რომლის დაკმაყოფილებითაც შესაძლებელია შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლა“,-განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება ამნისტიის აღსრულების ვადას, სარჯველაძის თქმით, განსაზღვრული ორი ვადიდან, ერთერთი 6 თვეს შეადგენს, რა დროსაც მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა ამნისტიის წინაპირობები დააკმაყოფილონ.
დღეს პარლამენტმა ამნისტიის კანოანპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
“ამნისტიის შესახებ” კანონი არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება: ირაკლი კობახიძე