თუ ფინეთში მოგზაურობას გეგმავთ და ამას ჩაკეტილი საზღვრების გამო, ჯერჯერობით, ვერ ახერხებთ – შეგიძლიათ „ნორვუდს“ ეწვიოთ. ეს არის ძველი ხის ფინური კოტეჯი. ის ნორიოში, დუშეთის რაიონში, თბილისიდან 30 წუთის მანძილზე მდებარეობს.
როგორც ვებგვერდი Pompok.com იუწყება, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ რაიმე ღონისძიება, ან უბრალოდ ესტუმროთ დასვენებისა და განტვირთვისთვის. კოტეჯს აქვს ლამაზად მოწყობილი ეზო და ირგვლივ, ბუნების ხედები აკრავს.
Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს, საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.