ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტს სურს, ჩრდილოეთ კორეული საფრთხის დიპლომატიურად გადაწყვეტაზე მუშაობა გაგრძელდეს, მაგრამ მანამდე, ვიდრე პირველი ბომბი ჩამოვარდება. ამის შესახებ მან „CNN“-ს განუცხადა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით დონალდ ტრამპი ცდილობს ქმედებების მოტივირებას. მისივე თქმით, პრეზიდენტს სურს მკაფიოდ იყოს გაგებული, რომ სიტუაციის სამხედრო გზით გადაწყვეტა გამორიცხული არ არის.
„პრეზიდენტს სურს, რომ კრიზისი დიპლომატიურად გადაწყდეს. ის არ ისწრაფვის ომისკენ. ეს დიპლომატიური ძალისხმევა გაგრძელდება პირველი ბომბის ჩამოვარდნამდე,“ – განაცხადა ტილერსონმა.