LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, MCDONALD’S-ის ბურგერები საქართველოში წარმოებული პურით დამზადდება

219
McDonald-s-Canada

MCDONALD’S-ის ქართული ქსელი საქართველოში დამზადებული ბურგერის პურით მარტის თვიდან მომარაგდება. როგორც ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადგილზე რამდენიმე ტექნიკური სამუშაო დარჩა დასასრულებელი.

„ალბათ, თებერვალში, მაქსიმუმ მარტის ბოლოს დავამთავრებთ პურის გრანდიოზულ ქარხანას McDonald’s-ისთვის და ბურგერის აბსოლუტურად განსხვავებული პური გამოვა“, – ამბობს ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას. მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 6 მლნ ევრომდეა.

ადგილობრივი ბაზრის მომარაგების გარდა, საქართველოში წარმოებული ბურგერის პურ ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები