მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდის მასა ჩამოიშალა.
როგორც “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, გზის გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მომდინარეობს და ნახევარ საათში დასრულდება. შესაბამისად, აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.